03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-08 14:37:22, 2296 ნახვა

სამართალი
ღობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

4 ოქტომბრის აქციის ღობის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ 6-ს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათი თქმით, საპროცესო შეთანხმება უფორმდება გიორგი ქორქიას, ლაშა ივანაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი რურუას, ლევან ჯიქიასა და სერგო მეგრელიშვილს.

გარდა ამისა, 4 ოქტომბრის ღობის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 15 პირს გაუფორმდა.

14-პირიან საქმეში ბრალდებულები, რომლებმაც ბრალდება აღიარეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ, არიან:

ხვიჩა გოგოხია;
გიორგი ქორქია;
ლევან ჯიქია;
გიორგი რურუა;
ლაშა ივანაძე;
სერგო მეგრელიშვილი.

ბრალდება არ აღიარეს და ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებიან: ვლადიმერ გველესიანი, ზურაბ ჭავჭანიძე, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე.

წინა დღეებში ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე საპროცესო შეთანხმება 12-პირიან ჯგუფში 7 ბრალდებულს, 15-პირიან ჯგუფში კი 8 ბრალდებულს გაუფორმდება.

8 ივნისის მდგომარეობით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 21 პირს უფორმდება საპროცესო შეთანხმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics