05:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-05 13:03:08, 3043 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

თიბისი კაპიტალი პირველი ქართული საინვესტიციო ბანკია, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს უზბეკეთის ფასიან ქაღალდებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. ამჯერად საინვესტიციო ბანკმა პარტნიორებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UZNIF) აქციები შესთავაზა, რომელიც ლონდონისა და ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე წარმატებით დაილისტა. ეს პირველი მასშტაბური საერთაშორისო განთავსებაა უზბეკეთის ისტორიაში.

თიბისი კაპიტალი აქციების პირველადი განთავსების (IPO) პროცესში აქტიურად იყო ჩართული და საერთაშორისო ინვესტორებს საშუალება მისცა, უზბეკეთის წამყვან სახელმწიფო კომპანიებში  განეხორციელებინათ ინვესტიცია.

თიბისი კაპიტალი რამდენიმე წელია აქტიურად საქმიანობს უზბეკეთში. საინვესტიციო ბანკი ტაშკენტის საფონდო ბირჟის პირველი საერთაშორისო წევრია, მონაწილეობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში და საერთაშორისო ინვესტორებს აზიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკაში ინვესტირებას სთავაზობს.

„უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის IPO მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა რეგიონის კაპიტალის ბაზრებისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში საწყისი ეტაპიდანვე ვიყავით ჩართული და ჩვენი წვლილი შევიტანეთ. თიბისი კაპიტალი რამდენიმე წელია მუშაობს უზბეკეთში და უკვე 10-მდე განთავსებაში მივიღეთ მონაწილეობა, 3 ტრანზაქციაში კი ემიტენტის მრჩევლის ფუნქცია შევითავსეთ. თიბისი კაპიტალი ერთადერთი ქართული საინვესტიციო ბანკია, რომელიც ინვესტორებს უზბეკურ კაპიტალის ბაზარზე სრულყოფილ წვდომას სთავაზობს. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, პოზიციებს რეგიონში”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics