|
2026-06-04 17:08:46, 3277 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ყველა ქვეყანა უჭერს მხარს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას
უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ახალი ეტაპი იწყება - გაერთიანების ყველა წევრმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა იულია სვირიდენკომ 2026 წლის 4 ივნისს განაცხადა. უნგრეთის პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა დაადასტურა კიევთან შეთანხმების მიღწევა, რის საფუძველზეც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებიდან გაწევრიანების მომდევნო ეტაპის დაწყების შესახებ. გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება ხსნის გზას უკრაინის ევროინტეგრაციისთვის. კოსის განცხადებით, მოვლენების მიმდინარეობა საშუალებას იძლევა, ევროკავშირის ელჩების დონეზე დაიწყოს დისკუსიები ფორმალური პროცესის წარმართვის თაობაზე. ორმხრივი ურთიერთობების გამოსწორებას დადებითი შეფასება მისცეს უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანიტა ორბანმა და ანდრიი სიბიჰამ. დიპლომატიური წყაროების ცნობით, გაფართოების 6 კლასტერიდან პირველის გახსნის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის ოფიციალურად განსაზღვრული არაა. თუმცა, როგორც ევროპელმა დიპლომატებმა გამოცემა Kyiv Independent-ს განუცხადეს, მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება 15 ივნისიდან, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად. ივნისის შუა რიცხვებიდან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა ასევე იგეგმება მოლდოვასთან.
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)