|
2026-06-04 13:56:09, 3890 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა და სომხეთმა TRIPP-ის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოაწერეს
სომხეთმა და აშშ-მ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტის (TRIPP) შესახებ სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ინიციალიზაციაც გასულ კვირას ერევანში, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ვიზიტის დროს მოხდა. ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ავრცელებს. "ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის წინ ხელი მოვაწერე სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის TRIPP-ის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას. როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ მისი ინიციალიზაცია ჩემ და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს მიერ მისი სომხეთში ვიზიტის დროს მოხდა. ახლა კი სახელმწიფო მდივანმა რუბიომაც მოაწერა შეთანხმებას ხელი, დოკუმენტი სომხეთში გამოიგზავნა და მე მას სომხეთის სახელით მოვაწერე ხელი. ამით დისტანციური ხელმოწერის პროცესი დასრულდა და შეთანხმება რატიფიკაციისთვის მზად არის" - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)