|
2026-05-23 16:32:18, 5172 ნახვა
კომენტარი
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობა სრული და თანასწორი უნდა იყოს. ეს მან შაბათს თავის მიმართვაში განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ევროკავშირში პარტნიორებთან დიპლომატიური მუშაობა აქტიურად გრძელდება უკრაინის წევრობის წინსვლისთვის. „უკრაინა იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, თავისი დამოუკიდებლობისთვის და იმ ევროპისთვის, რომელიც ყველაზე დიდხანს არსებობდა მსოფლიოში, იცავს ადამიანებსა და სიცოცხლეს, იცავს კულტურას და სწორედ ამ დაცვით ასრულებს ჭეშმარიტად გლობალურ როლს. უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს სრულფასოვანი ევროპული პროექტი და უკრაინის ყოფნა ევროკავშირშიც სრული და თანასწორი უნდა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ და ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების კლასტერების გახსნისა და მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას.
„უსამართლო იქნება, თუ უკრაინა ევროკავშირში იქნება, მაგრამ ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩება. დადგა დრო, წინ წავიდეთ უკრაინის სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი წევრობისკენ“, - ციტირებს სააგენტო ზელენსკის წერილს. ადრე გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შესთავაზა უკრაინას, ევროკავშირის შეხვედრებში ხმის მიცემის უფლების გარეშე მონაწილეობის უფლება, როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ გადადგმული შუალედური ნაბიჯი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)