|
2026-05-21 16:25:38, 4046 ნახვა
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, 2 500 ლარით დააჯარიმა. კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ მაგალითად, ფრაზების: „ოცნების სუსი“, „ივანიშვილის ხელისუფლება“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“, „რეჟიმის სასამართლო“ და სხვ გამოყენებით ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია. ეს არ არის ტერმინების გამო დავის პირველი შემთხვევა. მანამდე, 2025 წლის ივლისში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივრებზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. კომისიამ TV პირველი და ფორმულა - სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ დააჯარიმა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქართული ოცნების საჩივრები ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ დასაშვებად 5 ივნისს ცნო. ირაკლი კობახიძის წარმომადგენელი ფორმულასა და TV პირველს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ. კერძოდ, მოცემული იყო ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტის, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო". განსაკუთრებით ყურადღება დაეთმო ქართული ოცნების მთავრობის "რეჟიმად მოხსენიებას". საჩივარში მრავალჯერ მოიცავდა ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "რეჟიმის პატიმარი," რეჟიმის წარმომადგენელი" და ა.შ. ქართული ოცნება ფორმულას ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამოც უჩიოდა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)