|
2026-05-20 19:46:06, 5059 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის ლაივში 26 მაისის აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მასზე ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს. "მე გამოვდიოდი აქციებზე და სხვათა შორის, ჩემს დაძახებულზე მოდიოდა ხალხი. მე ხალხს არასდროს დავპირებივარ, რომ აქციაზე გამოსვლის შემდეგ რაღაც სასწაული მოხდება. მოსვლა ამ თარიღებში [26 მაისი] არის აუცილებელი, რადგან ეს არის იმის დასტური, ჩვენება, რომ ერთად ვართ, ერთად ვიბრძვით იმ ერთი რამისთვის, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა - 31 მარტი არის დამოუკიდებლობა, 26 მაისი არის დამოუკიდებლობა , 9 აპრილი არის დამოუკიდებლობა. ჩვენ ამ დღეში როდესაც ვართ, როდესაც რუსული ხელისუფლების, რუსული რეჟიმის ხელში ვართ, არ შეიძლება ამ თარიღებზე არ გამოვიდეთ. თუ ვინმეს აქვს საშუალება იმდენი ხალხი გამოიყვანოს, როგორიც გამოდიოდა, უნდა გამოეყვანა და გამოიყვანოს. არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს. მე სიტყვით გამოვალ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში, მე ჩვეულებრივ გამოვალ რუსთაველზე, რადგან არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ და არ ვიყო იქ, სადაც ყოველ წელს დავდიოდი და ხალხთან ფოტოებს ვიღებდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველზე ჩამოვიარო. ასევე საღამოს ვიქნები იქ, სადაც ყველა იქნება. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისი იყოს ჩვენი ყველას ერთად ნათქვამი სიტყვა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვიცავთ, და დავიცავთ მუდამ",, - თქვა მან.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)