|
2026-05-17 01:11:38, 6469 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ პოლარიზებულ და პროპაგანდით დამძიმებულ გარემოში ეკლესიის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, საზოგადოებაში შეინარჩუნოს სამართლიანობისა და თავისუფალი განსჯის უნარი, დაიცვას ადამიანის შინაგანი თავისუფლება, ხელი შეუწყოს დიალოგსა და საზოგადოებრივ თანხმობას და შეახსენოს როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებასა და საკუთარ თავს, რომ არც ერთი ძალაუფლება არ დგას სამართლიანობაზე, კანონზე და ადამიანის ღირსებაზე მაღლა. "პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოქცეული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ საზოგადოებრივი ნარატივის გავლენას განიცდის, დგას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ღრმა სოციალური, კულტურული და სულიერი საფრთხეების წინაშე. პროპაგანდა განსაკუთრებით საშიში ხდება მაშინ, როდესაც იგი საზოგადოებას აკარგვინებს კრიტიკული განსჯის უნარს და რეალობას მრავალხმიანი დიალოგის ნაცვლად ერთმნიშვნელოვანი "სიმართლის" ფორმით წარმოაჩენს. ასეთ გარემოში სუსტდება თავისუფალი აზროვნება, იზრდება პოლარიზაცია, საზოგადოებრივი შიში და უნდობლობა, ხოლო ისტორია, კულტურა და ადამიანის ცნობიერება ხშირად იდეოლოგიური გავლენის ინსტრუმენტად იქცევა. აკადემიური და ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით, ეკლესიის მისია არ შეიძლება დაიყვანილი იქნეს რომელიმე პოლიტიკური ძალის, იდეოლოგიისა თუ ძალაუფლების მხარდაჭერამდე. მისი არსობრივი დანიშნულებაა ადამიანის ღირსების, სამართლიანობის, თავისუფლებისა და ეთიკური პასუხისმგებლობის დაცვა. სწორედ ამიტომ, პოლარიზებულ და პროპაგანდით დამძიმებულ გარემოში ეკლესიის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, საზოგადოებაში შეინარჩუნოს სამართლიანობისა და თავისუფალი განსჯის უნარი, დაიცვას ადამიანის შინაგანი თავისუფლება, ხელი შეუწყოს დიალოგსა და საზოგადოებრივ თანხმობას და შეახსენოს როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებასა და საკუთარ თავს,რომ არც ერთი ძალაუფლება არ დგას სამართლიანობაზე, კანონზე და ადამიანის ღირსებაზე მაღლა. ქრისტიანული ხედვით, თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ არის; იგი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. ეს არის უნარი, შეინარჩუნოს სინდისიერი განსჯა, განასხვავოს სამართლიანობა ძალმომრეობისგან და არ დაექვემდებაროს შიშსა და კოლექტიურ ზეწოლას. ამასთანავე, ეკლესია, როგორც ისტორიული და სულიერი მეხსიერების მატარებელი, ვალდებულია, არ დაუშვას, რომ ისტორია და ეროვნული მეხსიერება პოლიტიკური კონიუნქტურისა და იდეოლოგიური მანიპულაციის ინსტრუმენტად იქცეს. სწორედ ამიტომ, ეკლესიის ისტორიული მისია განსაკუთრებით კრიტიკულ ეპოქებში მდგომარეობს იმაში, რომ არ დაექვემდებაროს პოლიტიკური ძალის ლოგიკას; შეინარჩუნოს ჭეშმარიტების თქმის უნარი; დაიცვას ადამიანის თავისუფლება და ღირსება; და დარჩეს სულიერ და ეთიკურ გარემოდ, სადაც ადამიანი ჯერ კიდევ შესაძლებელია შეხვდეს არა პროპაგანდას, არამედ საკუთარ შინაგან თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას." - წერს მეუფე ზენონი.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)