|
2026-05-14 18:09:52, 7452 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გრძელდება. ამჯერად, გამოფენა-გაყიდვის მესამე ღონისძიება 15-17 მაისს გაიმართება. პროექტის მიზანია მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის ადგილობრივი პროდუქციის გაცნობა. ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - საკუთარ სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, სადაც ისინი მომხმარებლებს მრავალფეროვან ხელნაკეთ თუ ადგილობრივ პროდუქციას წარუდგენენ. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 15-17 მაისს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობაც შეეძლებათ - 14 მონაწილე მეწარმესთან საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მომხმარებელი მიიღებს 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით. სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მეწარმეების პროდუქციაზე:
საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მეწარმე ქალების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)