02:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 15:44:10, 427 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვები მომავალი კვირიდან დაიწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიგრაციის,  საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში  ევროკომისარს  დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ ევროკომისარს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მხარდაჭერისა და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

ევროკომისარის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვები დაიწყება როგორც  ევროპარლამენტში, ასევე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში. მან ხაზი გაუსვა, რომ თავის მხრივ აქტიურად გააგრძელებს ამ საკითხზე ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და გააძლიერებს ძალისხმევას იმისათვის, რათა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება დროულად დასრულდეს.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისათვის სანდო პარტნიორია, რასაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ძლიერი პოლიტიკური ნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით და მუდმივი ძალისხმევა რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის  კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირისა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებზე და მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

აღსანიშნავია, რომ ეს ევროკომისარის პირველი ვიზიტია საქართველოში. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics