|
2026-05-09 22:22:13, 7207 ნახვა
მსოფლიო
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ვიქტორ ორბანმა, რომელიც ევროკავშირში ვლადიმერ პუტინის მთავარ მოკავშირედ ითვლება, ოფიციალურად დატოვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მთავრობის ახალი მეთაური ცენტრისტული პარტიის „ტიშას“ ლიდერი პეტერ მადიარი გახდა. ფიცის დადებისთანავე მადიარმა ეს დღე „ისტორიაში გარდამტეხ მომენტად“ შეაფასა და მოუწოდა თანამოქალაქეებს, „რეჟიმის შეცვლის კარიბჭის გავლით უნგრეთის ისტორია გადაეწერათ“. პარლამენტისადმი მიმართვისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პარტიის მანდატი წარმოადგენდა არა მხოლოდ მთავრობის შეცვლას, არამედ „სისტემის შეცვლას“ და „ახალი დასაწყისის“ შესაძლებლობას, იტყობინება The Guardian. პრემიერ-მინისტრმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა თავისი წინამორბედი და განაცხადა, რომ ორბანის მმართველობის დროს უნგრეთი ევროკავშირში ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად იქცა. მან კვლავ მიმართა ორბანის ეპოქის დანიშნულ პირებს, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტს, და მოუწოდა მათ, ამ თვის ბოლომდე გადამდგარიყვნენ. ორბანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებდა და 2026 წლის აპრილში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. მადიარის „ტიზას“ პარტიამ ახალ საკანონმდებლო ორგანოში 199 ადგილიდან 141 მოიპოვა. ორბანი ევროპაში პუტინის მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა. სხვა საკითხებთან ერთად, ის რეგულარულად ბლოკავდა უკრაინის დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მოსკოვისგან ნავთობისა და გაზის შეძენას აგრძელებდა. გამარჯვებიდან მესამე დღეს, მადიარი უნგრეთის პრეზიდენტს - ორბანის პროტეჟეს - შეხვდა და ასევე მთავრობის მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო მედიის ოფისებში გამოჩნდა, სადაც მას ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში შესვლა ეკრძალებოდა. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ყველას პირდაპირ უთხრა: მათი დღეები დათვლილი იყო. ამასობაში, ორბანის უახლოესი გარემოცვისა და მისი „ფიდესის“ პარტიის ბიზნესმენებმა და ჩინოვნიკებმა არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე საზღვარგარეთ აქტივების გადატანა დაიწყეს. თავად მადიარმა განაცხადა, რომ ისინი ამას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გარდაუვალი გამოძიებებისგან თავიანთი სიმდიდრის წინასწარ დასაცავად აკეთებდნენ.
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)