|
2026-05-09 13:09:49, 4933 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ეს არის ტრაგიკული პიროვნება, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს, - ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას შეეხებოდა. მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკის ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება და სინამდვილეში აკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ რომ დავალება ჰქონდა ასეთი. „როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებას აწყობენ ელჩები, კონკრეტული ელჩი ამ შემთხვევაში, ასეთ დროს მთავრობა არის ან მიწეული, ან არ მონაწილეობს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის ტრაგიკული ადამიანი. მას ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება, გაღრმავება და სინამდვილეში აკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ რომ დავალება ჰქონდა ასეთი. ეს არის ტრაგიკული პიროვნება, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს,"- აღნიშნა კობახიძემ. პაველ ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც კობახიძემ აღნიშნა: „ჰერჩინსკი ტრაგიკული ადამიანია, ყველაფერს აკეთებდა, რომ გაეფუჭებინა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, დიდ ღირებულებას არ ატარებს ღონისძიება, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ტარდება“. როგორც დიპლომატმა საპასუხოდ განაცხადა, მასთან დაკავშირებულ განცხადებებს პერსონალურად არ იღებს. „საქართველოში ჩემი მუშაობის პირველი დღიდან ჩემი პოლიტიკაა, რომ არ გავაკეთო კომენტარები ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემზე გაკაეთებულ განცხადებებზე. მე ამას პერსონალურად არ ვიღებ. მე მაქვს დიდი პრივილეგია წარმოვადგენდე ევროკავშირს საქართველოში. ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად შევასრულო“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)