|
2026-05-09 09:40:15, 4701 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა. რვა ათეულ წელს გადასცდა, რაც ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს და ვიხსენებთ ჩვენს მამებს, პაპებს და დიდ პაპებს – იმ თაობას, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა და აოხრებისგან გადაარჩინა სამშობლო, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დიდია ქართველების წვლილი მსოფლიოს უდიდეს ომში. ბრძოლის ველზე წასული ასობით ათასი ქართველისგან ნახევარი შინ ვერ დაბრუნდა. მისი თქმით, საბჭოთა წარსული არის ჩვენი საერთო წარსული. ის ვერ შეიცვლება. ის იყო ისეთი, როგორიც იყო – ავით და კარგით, მსხვერპლით და სიხარულით, რეპრესიებით და ეროვნული თვითშეგნების აღზევებით. „„ვიღებ ხელში კალამს, გაძლევ კეთილ სალამს.. იყავი ბედნიერად შენი შვილებით, შენი შვილიშვილით, მარგალიტ..“ – 9 მაისამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, ფრონტიდან, ჩემი დიდი პაპის მოწერილი ეს წერილი, ბოლო აღმოჩნდა. ამ ერთ წინადადებაშია ომის მთელი ტრაგედია – სიყვარული, იმედი და სიკვდილის წინაშე მდგარი ადამიანის სიმშვიდე. 9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა. რვა ათეულ წელს გადასცდა, რაც ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს და ვიხსენებთ ჩვენს მამებს, პაპებს და დიდ პაპებს – იმ თაობას, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა და აოხრებისგან გადაარჩინა სამშობლო. დიდია ქართველების წვლილი მსოფლიოს უდიდეს ომში. ბრძოლის ველზე წასული ასობით ათასი ქართველისგან ნახევარი შინ ვერ დაბრუნდა. საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ ჰყავდეს ამ ომში დაღუპული. დიდი სამამულო ომი დარჩა ჩვენს მეხსიერებაში, აისახა ხელოვნებაში, ლიტერატურაში, ფილმებში, რომლებიც აცოცხლებენ ამ საშინელი ომის ეპოქას, სულისკვეთებას და მსხვერპლს. ეს მეხსიერება იქცა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად. სწორედ ამიტომ გახდა ეს თარიღი შეტევის სამიზნე. ისინი, ვინც ერის იდენტობის შეცვლას ცდილობენ, მოგვიწოდებენ „კრიტიკულად გადავიაზროთ“ ჩვენი წარსული, დავგმოთ მისი საბჭოთა ხასიათი, გავუთანაბროთ ფაშიზმს და გადავაყოლოთ მას ყველაფერი, რაც კი იმ დროს შექმნილა, აშენებულა თუ განვითარებულა. საბჭოთა წარსული არის ჩვენი საერთო წარსული. ის ვერ შეიცვლება. ის იყო ისეთი, როგორიც იყო – ავით და კარგით, მსხვერპლით და სიხარულით, რეპრესიებით და ეროვნული თვითშეგნების აღზევებით. ამ წარსულის კვლევა ისტორიის და ისტორიკოსების საქმეა. მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ მოწოდებებსა თუ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი მეხსიერების, იდენტობის და ისტორიული თვითშეგნების შეცვლისკენ, ისტორიის გადაწერისკენ. სწორედ ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს რვა მაისს; რომ 9 მაისი „რუსულია“, რვა მაისი – „ევროპული“; რომ თითქოს, ერთადერთი რაც საქართველოს მოეთხოვება, სამყარო აღიქვას ან „რუსულ“, ან „ევროპულ“ ფერებში და აირჩიოს ან ერთი, ან მეორე. ეს არჩევანი ყალბია, ამგვარი მსოფლმხედველობა კი არაადეკვატური და დამღუპველი. ერი უნდა იყოს თვითმყოფადი, თავისთავადი, მოაზროვნე და მყარ ფეხზე მდგომი. ერმა არ შეიძლება იცხოვროს ტრამვული, დაზიანებული, საკუთარი იდენტობისგან დაცლილი აუთსაიდერების ისტერიისა თუ ტერორის მიხედვით. სწორედ ამიტომ, 9 მაისი დარჩება 9 მაისად. რადგან ეს დღე ჩვენია – ჩვენ ვიომეთ, ჩვენ ვღვარეთ სისხლი, ვიომეთ ისტორიის გამარჯვებულ მხარეს და ვამაყობთ იმით, თუ ვინ ვიყავით, სად ვიდექით და რა გავაკეთეთ. მარადიული იყოს ხსოვნა ყველა მეომრის, ყველა გმირის, ომის ყველა მონაწილისა და ჩვენი წინაპრის! დიდხანს სიცოცხლე ყველა ვეტერანს, ყველას, ვისაც ახსოვს ის საშინელი დრო. გილოცავთ 9 მაისს, ჩვენი გამარჯვების დღეს!“, – წერს პაპუაშვილი.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)