15:57 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-07 15:53:20, 6513 ნახვა

პოლიტიკა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს

“ოჯახის წევრებმა, მეგობრებმაც ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანი იყო თავისი ქვეყნის და პროფესიის პატრიოტი და ერთგული”, – ეს განცხადება გიორგი უძილაურის ოჯახის წევრმა გააკეთა დღევანდელი სასამართლოს შემდეგ, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულ, “ქართუს” ყოფილ PR მენეჯერ გიორგი უძილაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

“ვის დასჭირდა [მისი დაკავება]… მე ცოტა უფრო გლობალურად ვფიქრობ, რომ ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ეტყობა ვიღაცას არ მოეწონა და ამ თემაში დაახურდავეს. ყველაფერი გაირკვევა სამართლიანი სასამართლოს პირობებში, აქ როგორ იქნება, სამწუხაროდ ვერ გეტყვით”, – განაცხადა მან დასძინა, რომ როდესაც “ქართულ ოცნებაში” გარკვეული განხეთქილება მოხდა საგარეო ორიენტირებთან დაკავშირებით, ქვეყანა უნდა წასულიყო რუსეთისკენ თუ დასავლეთისკენ, უძილაური, როგორც პროგრესული ადამიანი, ევროინტეგრაციას უჭერდა მხარს. ის ამ დაკავებას სწორედ ამ განხეთქილებას უკავშირებს.

ჯაშუშობაში ბრალდებულ გიორგი უძილაურს დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მის საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, შესაბამისად საზოგადოება ბრალდების დეტალებს და მტკიცებულებებს ვერ მოისმენს. არც ისაა ცნობილი, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშუალებენ უძილაურს. სამთავრობო მედია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, საუბარია ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაზე. უძილაური ბრალს არ აღიარებს და ჯერ დუმილის უფლებას იყენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics