|
2026-05-02 23:25:42, 13172 ნახვა
ევროპის ამბები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ განაცხადა, რომ ზოგიერთ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, ის და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესებულნი არიან ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებით. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ მან თავის Facebook გვერდზე დაწერა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. „ზოგიერთ საკითხზე ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი სლოვაკეთსა და უკრაინას შორის კარგი და მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში“, - წერს ფიკო. „დავადასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რადგან სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეზობელი, იყოს სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. მან დასძინა, რომ საუბრის დროს ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს ერევანში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე, მოკლედ შეხვდებიან ერთმანეთს და გააგრძელებენ მუშაობას ერთობლივი სამთავრობო შეხვედრების გზით, ასევე გაცვლიან ვიზიტებს ორი ქვეყნის დედაქალაქებში. „ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმება შეუძლებელია უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე“, - თქვა ფიკომ. უკრაინის პრეზიდენტმა ადრე ისაუბრა ფიკოსთან საუბრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ „დრუჟბას“ მილსადენის გავლით ტრანზიტის აღდგენამდე, ფიკომ ბრიუსელს მოუწოდა, დაევიწყებინა სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების მიმართ.
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)