|
2026-04-30 20:47:16, 5978 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
ივანიშვილის პარლამენტში საქართველოში სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, კომისიის საბოლოო დასკვნას 1-ელ მაისს წარადგენენ. "დასკვნაში საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე დეტალურად არის შესწავლილი ჩვენი ბაზრის დინამიკა, ფასწარმოქმნის პროცესები, ფასის მოქმედების მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება, სხვა ქვეყნებში როგორ ხდება ამ სექტორისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება. დასკვნას კომისიის მხრიდან თან დაერთვება რეკომენდაციები, თითოეულ სექტორში მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ... ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, ბევრი კომპანია შევისწავლეთ. თითოეულ ბიზნეს მოდელში გარკვეული სტრუქტურული პრობლემები არსებობს, რომლის გამოსწორებაც თითოეულ ჩვენგანს საშუალებას მოგვცემს, რომ ამ სექტორმა უფრო ეფექტურად იმუშაოს, არ დაგროვდეს დამატებითი ხარჯი, რომელიც, საბოლოო ჯამში, პროდუქციის თვითღირებულებას აწვება და მომხმარებლებს აზიანებს. მე მართლა მწამს იმის, რომ თუ ჩვენ ამ რეკომენდაციების ფარგლებში პროგრამას დავსახავთ, როგორც მოკლევადიანს, ასევე საშუალო პერიოდისა და გრძელვადიან სტრატეგიას, მნიშვნელოვან შედეგებზე გავალთ. ეს მარტივი პროცესი არაა, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიმუშავეთ, რომ ეს ყველაფერი სრულყოფილად შევისწავლეთ, ესეც ძალიან დიდი საქმეა". - თქვა ბერეკაშვილმა. 30 აპრილს, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის საბოლოო სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს. კომისია 2026 წლის თებერვლის დასაწყისში შეიქმნა და ის 14 წევრისგან შედგებოდა. კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება 7 წევრი; გახარია საქართველოსთვის 3 წევრი; ხალხის ძალა 3 წევრი; ევროპელი სოციალისტები 1 წევრი.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)