10:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-29 19:21:59, 4925 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი

ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა ნიკოლაი როგაშჩუკმა და რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა, დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ასევე საქართველოში არსებულ პროექტ "მეხსიერების მატარებლის" მონაწილეებთან და თანამემამულეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამხედრო მემორიალის ტერიტორიის კეთილმოწყობაში.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს. სექციის განცხადებით რუსეთისა და ბელორუსის დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა კუკიის სასაფლაო 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის მოახლოების გამო დაასუფთავეს.

"საბჭოთა მებრძოლთა სამარხების ადგილებზე წესრიგისა და სისუფთავის ერთობლივად შენარჩუნება ჩვენი საერთო ვალია. ეს არა მხოლოდ გმირების ხსოვნისადმი პატივისცემის გამოხატულებაა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს მშვიდობა და გვიხსნეს ჩვენ და ჩვენი შთამომავლები XX საუკუნის "ყავისფერი ჭირისგან", არამედ ისტორიული სიმართლის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ასპექტიცაა" - ნათქვამია რუსეთის ინტერესთა სექციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics