|
2026-04-29 16:55:30, 4719 ნახვა
პოლიტიკა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს პრესრელიზს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ისრაელის სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში სულ მცირე 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, ათასობით კი დააკავეს. გაერო-ს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 21-დან 9 პირი 2026 წლის იანვრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასაჯეს სიკვდილით, 10 ოპოზიციურ დაჯგუფებებში სავაურო წევრობის გამო, 2 კი ჯაშუშობის ბრალდებით. "შეძრწუნებული ვარ, რომ კონფლიქტის ისედაც მძიმე შედეგებთან ერთად, ხელისუფლება ირანელი ხალხს უფლებებს კვლავ ართმევს მკაცრი და სასტიკი მეთოდებით," - განაცხადა ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა. ის მოუწოდებს ხელისუფლებას "შეაჩეროს ყველა შემდგომი სიკვდილით დასჯა, დააწესოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე, სრულად უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი პროცესისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის გარანტიები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებულები." პრესრელიზღი ასევე აღნიშნულია, რომ 28 თებერვლის შემდეგ ირანში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებით 4 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. "ბევრი დაკავებული გაუჩინარდა, აწამეს ან დაექვემდებარა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სხვა ფორმებს, მათ შორის იძულებით - და ზოგჯერ ტელევიზიით გადაცემულ - აღიარებებსა და სიკვდილით დასჯის იმიტაციებს," - წერია პრესრელიზში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)