18:36 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-29 15:01:52, 3023 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი

„პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის ეს პრეპარატი ის, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა. 

„ახლა რაც შეეხება, მაგალითად, ისეთ მახინჯ ინტერპრეტაციებს, რომ თითქოსდა ჩვენი პოზიციაა, რომ ვეძებთ მხოლოდ გადარჩენის უნარის მქონე მედიკამენტებს და სხვას აზრი არ აქვს - კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი პირველივე ბრიფინგის დროს, როდესაც პირველად ვისაუბრე საჯაროდ ამ თემების ირგვლივ: ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. სიტყვა-სიტყვით ვიმეორებ, რაც მაშინ ვთქვი, ვიმეორებ იმისთვის, რომ ვინმემ არ გაიმეოროს მსგავსი რამ, რომ თითქოს ამ ფუნქციას რამენაირად ვაკნინებთ  -  „აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა (რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ), მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტებზე გვქონდეს არასწორი მოლოდინი“, ისიც იმიტომ, რომ ამორალურია არასწორი მოლოდინების შექმნა სასოწარკვეთილი მშობლისთვის.

ამრიგად, შეგნებულად ტყუის ის, ვინც აქედან აკეთებს დასკვნას, რომ თითქოსდა ეტლის საჭიროების გადავადებას არასაკმარის მიზეზად მივიჩნევთ.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ - მნიშვნელოვანია, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მოიტანს მედიკამენტი, მათ შორის, ეტლის საჭიროების გახანგრძლივებაც. უბრალოდ საჭიროა, რომ ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს, არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეებს და არა უბრალოდ არასწორ შთაბეჭდილებებს ბადებდეს“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics