|
2026-04-27 13:29:08, 3946 ნახვა
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციის შენობაში დაახლოებით 1 საათი მიმდინარეობდა. ევროკავშირის ელჩმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა. მაკა ბოჭორიშვილის მინისტრობის პერიოდში ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ EU-ს ელჩი დაიბარეს. 24 აპრილს მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის „თბილისში შეხვდებიან, როცა ის ბრიუსელიდან დაბრუნდებოდა“. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ გერჩინსკიმ, ბრიუსელში ისაუბრა საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება კრიტიკით შეხვდა: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიზანშეწონილად მიიჩნია დიპლომატის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახება. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ გერჩინსკიმ, განაცხადა, რომ საქართველო „გზაჯვარედინზეა“ და მისი მომავალი დამოკიდებულია მისი ხელისუფლებისა და საზოგადოების არჩევანზე. დიპლომატმა ასევე აღნიშნა ევროპული გზიდან გადახვევის რისკი და რომ ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული უკუქცევით. მან მოუწოდა ქართულ საზოგადოებას, არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, სამთავრობო მედიას აცნობა, რომ დღეს, 27 აპრილს, საგარეოში გერმანიის ელჩი, ალექსანდერ ლამბსდორფი, დაიბარეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)