01:24 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 14:43:50, 408 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენის ინფორმაციით, წვევამდელთა გასინჯვა ექიმებთან მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს

საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშში წვევამდელთა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის შესახებ საუბრობს.

ანგარიშის თანახმად, წვევამდელთა გასინჯვა ექიმებთან მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც რიგ შემთხვევებში წვევამდელების პატივსა და ღირსების შელახვას იწვევს.

 „წვევამდელთა და სამხედრო მოსამსახურეთა, ისევე როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით იკვეთება რიგი პრობლემები. წვევამდელთა შემოვლა ექიმებთან მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც რიგ შემთხვევებში წვევამდელების პატივსა და ღირსების შელახვას იწვევს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ამ პროცესში წვევამდელთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმების პროცესი, რაც ამ ეტაპზე ხარვეზებით მიმდინარეობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების გამოყენება ძირითადად დაცვის სამსახურის მიზნებისთვის ხდება, არ  მიმდინარეობს მათი საბრძოლო და ფიზიკური მომზადება. შესაბამისად, აუცილებელია, სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემური დახვეწა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოხვედრილია 6 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების ფაქტი, საიდანაც 2 დაკვალიფიცირდა თვითმკვლელობად. გამოიკვეთა, რომ სუიციდი ძირითადად გამოწვეული იყო სოციალური პირობებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics