|
2026-04-08 16:58:13, 28652 ნახვა
კულტურა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
ბაზისბანკი, ტრადიციულად, მხარს უჭერს ფულის გლობარული კვირეულის კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ დაგეგმილ პროექტებს. ფულის გლობალური კვირეული საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით გაიმართა ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი". კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ 6-17 წლის მოზარდებს და ევალებოდათ, შეექმნათ ბანკნოტის ნახატი, რომელიც დაუკავშირდებოდა მშობლიურ კუთხეს, ქალაქსა თუ სოფელს. კონკურსის ფარგლებში შემოსული 450-მდე ნახატიდან 7 აპრილს 7 გამარჯვებული გამოვლინდა. იმ ნახატების მიხედვით, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კონკურსის პირობებს, ერთი გამარჯვებული (მომხმარებლის რჩეული) ფინედუს ფეისბუქ გვერდზე შესაბამისი რეაქციებით დასახელდა. დანარჩენი კი გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბაზისბანკის წარმომადგენლები. გამარჯვებულები, სერთიფიკატებთან ერთად, ბაზისბანკისგან დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. გამარჯვებულების ნაშრომების სანახავად და დეტალურად კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლით იხილოთ ბმულზე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)