|
2026-03-26 11:33:41, 1948 ნახვა
მსოფლიო
ლენინგრადის რეგიონში დრონებმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
26 მარტის ღამეს, დრონებმა თავს დაესხნენ რუსეთის ლენინგრადის ოლქს, სადაც მდებარეობს კირიშინეფტეორგსინტეზის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ამის შესახებ რამდენიმე რუსულმა წყარომ განაცხადა, მათ შორის არიან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკო, ტელეგრამარხები Astra, Exilenova+, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ლენინგრადის ოლქში 20-ზე მეტი დრონი განადგურდა. შეტევა კვლავ მოგერიებულია კირიშის რაიონში. ზიანი მიადგა ინდუსტრიულ ზონას. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“. -თქვა გუბერნატორმა როგორც Astra იუწყება ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, დრონებმა თავს დაესხნენ KINEF-ს, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ის აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, ნავთს, მაზუთს და ნავთობქიმიურ პროდუქტებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რუსეთის რეგიონების თავზე სულ 125 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. KINEF-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა 2026 წლის 8 მარტს განხორციელდა. იმ დროს, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთი ავზის გარე სტრუქტურა დააზიანა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)