05:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-23 15:15:55, 9058 ნახვა

კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი საპატრიარქო კანდიდატებზე - ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ

ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს, მეცხრე დღეც გადავიხადოთ. ალბათ, შემდეგ მოვემზადებით. აღდგომის დღესასწაული მოდის, ეს ყველაფერი ჩავატაროთ, ცოტა რომ გამოვიხედებით თვალებიდან, დავიწყებთ ფიქრს აღნიშნულზე, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით „სინოდის წევრებს, ჯერ არც კი უსაუბრიათ“.

„ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს, მეცხრე დღეც გადავიხადოთ. ალბათ, შემდეგ მოვემზადებით. აღდგომის დღესასწაული მოდის, ეს ყველაფერი ჩავატაროთ, ცოტა რომ გამოვიხედებით თვალებიდან, დავიწყებთ ფიქრს აღნიშნულზე

ალბათ, რამდენიმე დღე დაგვჭირდება, დაღლილობა... ფაქტობრივად, სინოდის წევრების უმრავლესობას, ვინც საორგანიზაციო საკითხებით იყო დაკავებული, არ გვძინებია. ცოტას დავისვენებთ.

წინა დღეებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სიონის ტაძარში ნაკადი არ შეწყდება. ვფიქრობ, კიდევ და კიდევ მოუნდებათ აქ მოსვლა“, - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics