|
2016-03-31 14:03:19, 404 ნახვა
პოლიტიკა
„რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობის შემადგენლობაში არჩევნებამდე დარჩებიან
„რესპუბლიკელი“ მინისტრები ჩვეულებრივად აგრძელებენ მთავრობის შემადგენლობაში ფუნქციონირებას და ამ კუთხით არჩევნებამდე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ნორმალურია პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდნენ. ხოლო შემდგომ შესაძლებელია კოალიცია შეიქმნას. „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია მიმდინარეობდა კონსულტაციები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიური იყო კონსულტაციები არჩევნებზე გასვლის ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მისაღები ფორმა, რომ “ქართული ოცნება“ გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებში. გაკეთდა შესაბამისი განცხადება, „რესპუბლიკური“ პარტიის მხრიდანაც, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით,რომ ამ ეტაპზე გავაგრძელოთ ჩვეულებრივი მუშაობა მთვრობაში, პარტიული კუთვნილების მიუხედავად მთვრობის სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, „რესპუბლიკელებისა“ და „ქართული ოცნების“ არჩევნების შემდგომ თანამშრომლობაზე საუბარი ნაადრევია. „რა თქმა უნდა შევეცდებით, რომ ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე, არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმებზე დღეს საუბარი ალბათ ნაადრევია, საჭიროა, რომ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი, არჩევნებში დამოუკდიებლად პარტიების მონაწილეობა არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა, ამაში განსაკუთრებული არაფერია, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ნორმალური, როდესაც არჩევნებში გავალთ დამოუკიდებლად პარტიები, ხოლო შემდგომში უკვე ხდება ასე თუ ისე გარკვეული კოალიციების შექმნა, მას შემდეგ რაც ჩატარდება არჩევნები. 2012 წელს იყო სრულიად სხვა რეალობა, დღეს არის სრულიად სხვა რეალობა. 2012 წელს იყო არჩევნები, როდესაც ბლოკის ფორმით გავიდა „ქართული ოცნება“ არჩევნებზე. წინასაარჩევნო პროცესი 2012-შ იყო ძალიან მძიმე. დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი არის გაცილებით გამჭვირვალე. ამიტომ, ჩვენ ვფიქორბთ, რომ ეს არის ნორმალური გადაწყვეტილება რომელშიც განსაკუთრებული არაფერია. „რესპუბლიკელი“ მინისტრები ჩვეულებრივად აგრძელებენ მთავრობის შემადგენლობაში ფუნქციონირებას და ამ კუთხით არჩევნებამდე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ მცდელობის წარმატებაზე, რომ ჩვენ ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა, პარტიულ ურთიერთობას ვგულისხმობ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)