|
2016-03-30 19:24:42, 1132 ნახვა
მსოფლიო
ეგვიფტის მთავრობა ლაინერის გამტაცებლის ექსტრადიციას მოითხოვს
ეგვიფტის მთავრობა ლაინერის გამტაცებლის ექსტრადიციას მოითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, დაკავებული ფსიქოლოგიურად არასტაბილურია. შეგახსენებთ, საიფ ელდინ მუსტაფამ გუშინ ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიიდან კაიროში მიმავალი თვითმფრინავი გაიტაცა და პილოტი აიძულა ლაინერი კვიპროსის ქალაქ ლარნაკას აეროპორტში დაესვა. გავრცელებული ცნობით, ის ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებით იმუქრებოდა. თუმცა, მოვიანებით აღმოჩნდა, რომ "შაჰიდის ქამარი" ყალბი იყო. ლარნაკას აეროპორტში დაფრენის შემდეგ იგი ეტაპობრივად ათავისუფლებდა ბორტზე მყოფ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ბოლოს კი თავად გამტაცებელი პოლიციამ დააკავა. იგი თავის ყოფილ ცოლთან შეხვედრას ითხოვდა, რომელიც კვიპროსში ცხოვრობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)