03:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-05 17:33:27, 10507 ნახვა

სამხედრო
ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ კომენტარი გააკეთა, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ადგილას უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენასთან დაკავშირებით.

„საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების“ მეთაურის, ადგურ გუმბას განცხადებით, „მასშტაბური საჰაერო თავდასხმისას დაახლოებით 30 დრონი დააფიქსირეს“.

გუნბას თქმით, საჰაერო სივრცის დაცვის სამუშაოები რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

„გუშინ ჩვენ უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი გამოყენების შემთხვევას წავაწყდით. ადრეც დაგვიფიქსირებია ცალკეული გადაფრენა - 5-7 ერთეული, რომელთაგან ზოგი ჩამოაგდეს კიდეც, მაგრამ პანიკის თავიდან აცილების მიზნით, ეს ყველაფერი არ გაგვიხმაურებია. დღეს, როდესაც აპარატების ჩამოვარდნა ბევრ დასახლებულ პუნქტში დააფიქსირეს, დასამალი არაფერია: მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ერთობლივი სამუშაოები“, - ციტირებს ადგურ გუმბას "აფსნიპრესი".

მისი სიტყვებით, „რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები პირდაპირ სამიზნეს არ წარმოადგენდა“.

დაახლოებით 30 აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატიდან კი, გუნბას სიტყვებით, 99% განადგურდა. ჩამოვარდნილი დრონების ფრაგმენტები 11 დასახლებულ პუნქტში აღმოაჩინეს.

„სამიზნეები ნადგურდება ან ფიზიკურად - რაკეტებითა და ჭურვებით, - ან მწყობრიდან გამოდის რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით. ამ შემთხვევაში, მოწყობილობა უმართავი ხდება. ჩვენი დანაყოფები ცდილობენ ცეცხლის ისე კორექტირებას, რომ ჩამოგდებული დრონი საცხოვრებელი ნაგებობებისკენ არ მიიმართოს. გუშინ ერთ-ერთმა მოწყობილობამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, მაგრამ სპეციალისტებმა სწრაფად აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება“, - განაცხადა გუნბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. ვარდნისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.

4 მარტის საღამოს, „ფსოუს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობაც შეჩერდა „დრონების საფრთხის“ გამო.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი წლის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთი რამდენჯერმე აღმოჩნდა საბრძოლო რისკის ზონაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics