02:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-14 10:53:47, 11535 ნახვა

სპორტი
ნიკა ეგაძემ ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი გაიმეორა

ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე- მილანი/კორტინა 2026 მედლების მესამე კომპლექტი ვაჟთა ერთეულებში გათამაშდა. თავისუფალი პროგრამის შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები.

მოკლე პროგრამაში დაკავებული მე-15 ადგილის შემდეგ ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნიკა ეგაძემ თავისუფალ პროგრამაში გაცილებით უკეთ იასპარეზა, მსაჯებისგან 175.16-ქულიანი შეფასებით შესაბამის პროგრამაში მე-7 ადგილზე აღმოჩნდა. ორივე პროგრამის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრების წევრს 260.27 ქულა დაუგროვდა და მეათე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ სარბიელზე ვაჟთა ერთეულებში საქართველოს საუკეთესო შედეგი დღემდე ეკუთვნოდა მორის ყვითელაშვილს, რომელმაც პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეათე ადგილი დაიკავა.

მილანი/კორტინა 2026 - ზე ვაჟთა ერთეულებში ჩემპიონი გახდა ყაზახეთის წარმომადგენელი მიხეილ შაიდოროვი. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ერგოთ იაპონელებს, იუმა კაგიამას და შუნ სატოს.

14 თებერვალს, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან გიგანტურ სლალომში იასპარეზებს სამთო- მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური.

ფიგურულ ციგურაობაში ასპარეზობა კი 15 თებერვალს, წყვილთა მოკლე პროგრამით განახლდება, სადაც იასპარეზებს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი.

ასევე, 15 თებერვალს ოლიმპიურ სარბიელზე გავა სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელიც გიგანტურ სლალომში იასპარეზებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics