02:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-12 14:57:28, 11481 ნახვა

სპორტი
ოლიმპიადას ჩამოაშორეს უკრაინელი სპორტსმენი, რომელმაც ხსოვნის ჩაფხუტით ასპარეზობდა

ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მონაწილე, უკრაინელი სკელეტონისტი ვლადისლავ ჰერასკევიჩი დისკვალიფიცირებულია მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან აკრძალვის მიუხედავად, უარი არ თქვა „ხსოვნის ჩაფხუტით“ ასპარეზობაზე.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან ჰერასკევიჩის ჩამოშორების გადაწყვეტილება დღეს, 12 თებერვალს გამოაცხადა.

ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ოლიმპიადაში ჰერასკევიჩის მონაწილეობა ძალიან სურდათ, ამიტომ კომიტეტის წარმომადგენლებმა როგორც წერილობით, ისე არაერთხელ შეხვედრისას განუმარტეს, რომ მსგავსი ჩაფხუტი არ შეესაბამება ოლიმპიურ ქარტიას და სპორტსმენთა თვითგამოხატვის წესებს, ამიტომ შესთავაზეს ალტერნატიული ვარიანტები, მათ შორის შავი სამკლავური და ჩაფხუტის საჯაროდ დემონსტრირება ასპარეზობების შემდეგ, რასაც ჰერასკევიჩი არ დასთანხმდა.

კომიტეტის თანახმად, უკრაინელმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ დღეს, 12 თებერვალს, ამ ჩაფხუტთ იასპარეზებდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს, შეჯიბრების წინ კომიტეტის პრეზიდენტი კირსტი კოვენტრი პირადად შეხვდა უკრაინელ სპორტსმენს და კომიტეტის პოზიცია კიდევ ერთხელ განუმარტა, თუმცა ვლადისლავ ჰერასკევიჩმა გადაწყვეტილების შეცვლაზე უარი თქვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics