|
2026-02-10 11:47:07, 692 ნახვა
პოლიტიკა
ვენსი: სომხეთს შეუძლია, ამ რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად იქცეს
სომხეთს შეუძლია ამ რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად იქცეს, - ამის შესახებ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ერევანში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა. "მჯერა, რომ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც სომხეთს შეუძლია ამ რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად იქცეს. ეს არა მხოლოდ ხელს შეუწყობს მშვიდობის შეთანხმების შენარჩუნებას, არამედ შეიძლება სერიოზული კეთილდღეობა მოუტანოს სომეხს ხალხს - და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს. ამიტომ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას. ვიცი, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც სომხეთს ეწვია, და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ბევრ მნიშვნელოვან და ნაყოფიერ განხილვას გავმართავთ. მადლობა ყველას. მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო", - თქვა ვენსმა. ასევე, ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-სა და სომხეთს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებაზე ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)