|
2026-02-09 11:40:51, 1389 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
თიბისი ჯგუფის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო და საქართველოს ბაზრებზე შემდგომი განვითარება და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა. ამ მიზნით თიბისი ჯგუფის მენეჯმენტში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა: ვახტანგ ბუცხრიკიძე: თიბისი ჯგუფის და თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, აგრძელებს საქმიანობას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე და ფოკუსირდება ჯგუფის სტრატეგიულ განვითარებაზე: საქართველოში, უზბეკეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე. გიორგი თხელიძე: თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს გიორგი თხელიძე (ექვემდებარება მარეგულირებლის დამტკიცებას), რომელიც თიბისი ბანკს 2014 წელს შემოუერთდა რისკების დირექტორის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლიდან დღემდე თიბისი ბანკში იკავებს კორპორაციული, საინვესტიციო და დაგროვილი კაპიტალის მართვის დირექტორის პოზიციას. გიორგის საერთაშორისო ფინანსური მომსახურების სფეროში მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. თიბისიში მოსვლამდე ის მუშაობდა დიდ ბრიტანეთში Barclays Investment Bank-ში, სადაც ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფში (FIG). კარიერის ადრეულ ეტაპზე, საქართველოში, გიორგი იკავებდა წამყვანი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის პოზიციას. გიორგი არის სტენფორდის აღმასრულებელი პროგრამის (SEP) კურსდამთავრებული, ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის (LBS) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA), ნოტინგემის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო კომერციულ სამართალში (LLM) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს იურისპრუდენციაში. თორნიკე გოგიჩაიშვილი: თიბისი ბანკის დირექტორმა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) და მაღალშემოსავლიანი მომსახურების მიმართულებით, თორნიკე გოგიჩაიშვილმა, 8 წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ თანამდებობა დატოვა და პროფესიულ საქმიანობას თიბისის გარეთ განაგრძობს. აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შედის.
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)