|
2016-03-29 17:18:44, 429 ნახვა
პოლიტიკა
პროკურატურაში ვანო მაჭავარიანის დაკითხვა მიმდინარეობს
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ვანო მაჭავარიანი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც დაკითხვამდე მაჭავარიანმა განაცხადა, ის პროკურატურაში დაბარებას მისი „ფეისბუქგვერდის“ გატეხვის ფაქტს უკავშირებს. მაჭავარიანი ამბობს, რომ ის ჰაკერების სამიზნე პოლიტიკური განცხადებების გამო გახდა, რადგან მაჭავარიანი ღიად აფიქსირებდა თავის პოზიციას, რომ პროკურატურას საქმის გამოძიება მოკლე ვადებში შეეძლო, თუმცა ამის პოლიტიკურ ნება ხელისუფლებაში არ არსებობდა. ვანო მაჭავარიანი „ფეისბუკში“ მის გაწევრიანების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის ცოტა ხნის წინ იმ ჯგუფში გააწევრიანეს, სადაც ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ ინფორმაციები იდებოდა. ვანო მაჭავარიანი ასევე მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ბიძინა ივანიშვილის უკავშირებს და აცხადებს, რომ „ჰაკერებმა მისი ფეისბუკ გვერდის გატეხვით ბიძინა ივანიშვილი გაახარეს“. შეგახსენებთ, ვანო მაჭავარიანმა დღეს "TV პირველის" ეთერში „ვახო სანიას დღის ამბებში“ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს. როგორც მაჭავარიანი აცხადებს, მას კადრები არ უნახავს, თუმცა ვიდეოკადრებს ედო ფოტოები, რომელზეც ჩანდა ორი ადამიანის ფიგურა და მეტყველებდა, რომ ეს ფარული კადრები იყო. "მე მქონდა ორი კვირის წინ ინტერვიუ „მაესტროზე“,ძალიან მკაცრად ვისაუბრე იმ თემაზე, რომ ეს არის მთავრობის ხელი და მთავრობას ძალუძს, რომ ესეთი რამე აკეთოს და შევიდეს ინტერნეტსივრცეში. ზუსტად სამ დღეში მე დამიბლოკეს Facebook-ი და მაგრძნობინეს, რომ მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. გამომიგზავნეს ასევე კადრები, რომლებიც მე რა თქმა უნდა, არ გავხსენი. ეს ის კადრები იყო, რომელიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტსივრცეში. მომივიდა რამდენიმე გზავნილი, სადაც იყო შეთავაზება, ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს კადრები. ეს იყო გამოგზავნილი გაუგებარი ინტერნეტ წყაროდან, რომელიც თავისთავად, ჩემთვის არ არის საინტერესო და მიმაჩნია, რომ ეს არის ბინძური შანტაჟის და დატერორების მცდელობა", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)