|
2026-02-06 21:00:17, 901 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე წერს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არასდროს ყოფილა თვითმიზანი
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე წერს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არასდროს ყოფილა თვითმიზანი. „თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებაში მარტივი გადაწყვეტილება იყო. როგორ შეიძლება ამ ორი პარტიის შედარება ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, სასჯელაღსრულების სისტემა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა, ამ თავისუფლებასა და მშვიდობაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა, განათლების სისტემა და ა.შ.?! პარტიები, რომელთა ლიდერებმა საკუთარი მოსახლეობის თითქმის 10% აუტანელ ციხის პირობებში ჩასვეს, ვერ შეძლებენ ქვეყნის ხელახლა მართვას“.- წერს რუხაძე. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ეს მიზნები ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მიღწეულია. ის ხაზს უსვამს, რომ „ტელევიზია ჩვენთვის, როგორც ბიზნეს ჯგუფისთვის, ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს“, არამედ „დამატებით სირთულეებს გვიქმნის და ჩვენს ძირითად ბიზნესს აზიანებს“. ამიტომ, რუხაძე აცხადებს, რომ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ, მან მიიღო გადაწყვეტილება, „დაემშვიდობებინა „იმედი“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)