|
2026-02-03 17:41:04, 637 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო "შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობისთვის". მას 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. რუსეთის გენპროკურატურა აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძე 2022 წლის თებერვალში დაქირავებულის სტატუსით ჩავიდა უკრაინაში, სადაც შეუერთდა "ქართული ლეგიონის" შემადგენლობას - 2022 წლის აპრილამდე მონაწილეობას იღებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებებში. რუსეთის გენპროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბარამიძემ მიიღო ანაზღაურება - რომელმაც 238 ათას რუბლს გადააჭარბა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)