|
2026-02-01 23:25:34, 11321 ნახვა
სხვადასხვა
სამთავრობო პროპაგანდისტული მედია დებატებს იწყებს, იმედზე წამყვანი ანიკაშვილი იქნება, R2-ზე - რეზი ჭიჭინაძე
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პერმიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, ცნობილი გახდა, რომ დებატების ფორმატი სამთავრობო პროპაგანდისტულ TV იმედსა და რუსთავი 2-ზე თებერვლიდან დაიწყება. იმედის ინფორმაციით, დებატები ეთერში კვირაში ერთხელ გავა. "არხი თავისუფალ ტრიბუნას დაუთმობს ყველას, ვინც მზად არის არგუმენტირებული მსჯელობისთვის". - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან ერთად, რუსთავი 2-ის ცნობით, "დებატები" ტელეარხზე ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე გაიმართება. ცნობისთვის, 22 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ირაკლი კობახიძემ წერდა, რომ "იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს", უნდა მისცენ საშუალება, "საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს".
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)