|
2026-02-01 10:58:11, 818 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ევროპარლამენტარის გალერის პოსტი არა საქართველოს მთავრობას, არამედ ქვეყნის იმიჯს ამცირებს
ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა ევროპარლამენტარის, მაიკლ გალერის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და პარტიის სხვა წარმომადგენლებს „მოსკოვური არსებები“ უწოდა. პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის წევრს შეუძლია ეს „ატავისტური შეცდომა“ გამოასწოროს ბოდიშის მოხდით და პოსტის წაშლით. „ასეთი უხეში, დეჰუმანური ენა არა მხოლოდ საქართველოს ხელმძღვანელობას ამცირებს, არამედ ჩრდილავს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს გერმანელი პოლიტიკოსი წარმოადგენს“. „ეს ატავისტური შეცდომა შეიძლება გამოსწორდეს ამ შეუფერებელი პოსტის წაშლით ან მისთვის ბოდიშის მოხდით“, - უპასუხა პაპუაშვილმა X ქსელში. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მაიკლ ჰალერმა იმავე X ქსელში დაწერა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა - მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ და მისმა „კომპანიამ“ - უნდა დატოვონ საქართველო, რათა თავიდან აიცილონ ქვეყნის გასაბჭოება“ და მოქალაქეთა უმრავლესობას საშუალება მიეცეთ, გააგრძელონ გზა ევროკავშირისკენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)