|
2026-01-30 17:01:10, 590 ნახვა
პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული სცენარით გაწევრიანება რეალურია
ევროკავშირში გაწევრიანება „დაჩქარებული სცენარით“, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთი დავალება გაწევრიანების შემდეგ უნდა შესრულდეს, რეალურია. მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე უარს არ იტყვის უარს, რადგან ეს ნაბიჯი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. „ევროკავშირი უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიაა, მაგრამ ის ასევე ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანია“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის, არამედ „საერთო ღირებულებების“ საკითხიცაა. რაც შეეხება დოკუმენტებში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღად 2027 წლის მითითებას, ზელენსკიმ განმარტა, რომ ეს თარიღი ეფუძნებოდა უკრაინის გაწევრიანებისთვის ტექნიკური მზადყოფნის მოლოდინებს. „მე ვკითხე დიპლომატებს: როდის ვიქნებით ტექნიკურად მზად? ტექნიკურად, ჩვენ მზად ვიქნებით 2027 წელს“, - განმარტა მან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დისკუსია უკრაინისთვის სპეციალურ, დაჩქარებულ პროცედურაზე უნდა წარიმართოს და განმარტა, რომ ეს მოთხოვნა იმ ფაქტს ეფუძნება, რომ სხვა ვარიანტებს რუსეთის წინააღმდეგობა შეხვდებათ. „ჩვენ დაინტერესებულები ვართ სწრაფი ტემპით. სხვა კანდიდატები არ არიან ომში და არ ჰყავთ მტრულად განწყობილი ძალა, რომელიც დაბლოკავს მათ მომავალ გაწევრიანებას ევროკავშირში. რუსეთი დაბლოკავს ამას - ეს აშკარაა. მას სურს, რომ უკრაინა არც ნატო-ში იყოს და არც ევროკავშირში. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ევროპელი ლიდერების განცხადებებზე კომენტირებისას, რომ წევრობისთვის წინაპირობების შესრულებაა საჭირო, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა არსებობდეს გაწევრიანების სცენარი, რომლის მიხედვითაც ამ პირობების შესრულების შესაძლებლობა ქვეყანას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ექნება. „პოსტფაქტუმ, უკრაინას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია - ისევე, როგორც ეს მოხდა ჩვენთვის კანდიდატურის მონიჭების შემთხვევაში. ამან იმუშავა! ჩვენ მივიღეთ კანდიდატობა და ავიღეთ ვალდებულება, რომ რამდენიმე ნაბიჯს შევასრულებდით და თუ ჩვენ მათ არ შევასრულებთ, სტატუსი არ იქნება. ეს ნორმალური მიდგომაა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)