|
2026-01-20 12:12:05, 1051 ნახვა
საზოგადოება
სასამართლომ ჭიათურის პროტესტის 4-ვე მონაწილე დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურის პროტესტის მონაწილეების განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა 4-ვე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია მერაბ სარალიძეზე, გიორგი ნეფარიძეზე, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანზე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში - მათ სასჯელის სახით 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს - მოსამართლემ ისინი დამანშავედ ცნო ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და მათ სასჯელის სახით 4 წელი და 3 თვე მიუსაჯა. ჭიათურის პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 29 აპრილს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალად ედებოდა შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა [225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი], ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა [225-ე მუხლის მე-2 ნაწილი].
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)