00:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 18:25:35, 1095 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო, კომპანია „ბონჯორნო“ და „ალგანი ჯგუფი“ სამხედროებზე იზრუნებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და კერძო კომპანიები - „ბონჯორნო“ და „ალგანი ჯგუფი“ სამხედრო მოსამსახურეებზე და მათ ოჯახის წევრებზე ერთობლივად იზრუნებენ.

თავდაცვის უწყებასა და კომპანიებს შორის დღეს სამი მემორანდუმი გაფორმდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტებს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელი მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ მოაწერა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში. კერძო სექტორი გამოხატავს მზადყოფნას, რომ გადაინაწილოს ის ტვირთი, რასაც ჰქვია ჩვენს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა. ამ შემთხვევაში რამდენიმე კომპანიამ შემოგვთავაზა შეღავათიანი მომსახურება არა მხოლოდ დაჭრილი, არამედ, მოქმედი სამხედროებისთვისაც. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა - სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები ერთად გასწევენ იმ ჭაპანს, რასაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და განვითარება ჰქვია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, უწყების თავდაცვის უწყების აინფორმაციით, „ბონჯორნო“ და „ალგანი ჯგუფი“, რომელიც, თავის მხრივ, „ალგანსა“ და „როიალ სერვისს“ აერთიანებს, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს სხვადასხვა პოზიციებზე დაასაქმებენ. „ალგანი ჯგუფი“ მსურველებს დაცვის თანამშრომლის, სწრაფი რეაგირების თანამშრომლის, ტექნიკოსის, მძღოლის, გარე გაყიდვების აგენტის, ასევე, დამლაგებლის, მწმენდავის, ელექტრიკის, სანტექნიკოსის ვაკანსიებს სთავაზობს. საჭიროების შემთხვევაში კომპანია კანდიდატთა გადამზადებას, სტაჟირებასა და შემდგომ დასაქმებასაც უზრუნველყოფს.

„ბონჯორნო“, რომელიც ქიმწმენდით სამუშაოებს აწარმოებს, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს საკუთარ კომპანიაში დასაქმებას, თავად სამხედრო მოსამსახურეებს კი მომსახურებაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანია ამპუტირებულ და ანოფთალმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, დამატებით, პირადი ნივთების ადგილზე მიტანასაც უზრუნველყოფს. ხოლო, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში კომპანიის მომსახურებაზე 10%-იანი ფასდაკლების მიღება თავდაცვის სამინისტროს ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია.

დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის, კვალიფიკაციისა და განათლების გათვალისწინებით, სამუშაო ადგილების მოძიებაზე თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი ზრუნავს. დეპარტამენტი დასაქმების შემთხვევაში აღნიშნული პროცესის მონიტორინგსაც ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics