|
2026-01-15 13:30:58, 1073 ნახვა
მსოფლიო
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ხამენეის შვილმა ასობით მილიონი დოლარი დუბაიში გადარიცხა
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ხამენეის შვილმა ასობით მილიონი დოლარი დუბაიში გადარიცხა. ბოლო 48 საათის განმავლობაში ირანიდან დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი გაიტანა, რომელთა მთავარი დანიშნულების ადგილი დუბაი გახდა. ამის შესახებ ისრაელის ტელეარხი „მე-14 არხი“ იტყობინება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) წყაროზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის ვაჟი, ამ ტრანზაქციებში მონაწილეობს. წყაროს ცნობით, მხოლოდ მან გადარიცხა დაახლოებით 328 მილიონი დოლარი უცხოურ ანგარიშებზე კრიპტოვალუტის გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა ფინანსური კონტროლის გვერდის ავლით, ტრადიციული საბანკო სისტემის ნაცვლად. ასევე აღნიშნულია, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, ირანის ხუთი უდიდესი ბანკი კოლაფსის პირასაა. მათ შორისაა „სეფაჰ ბანკი“, რომელიც პირდაპირ კავშირშია IRGC-სთან. ამასობაში, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ბესენტმა კომენტარი გააკეთა ირანიდან ფულადი გზავნილების შესახებ: „ახლა ვხედავთ, როგორ ტოვებენ ვირთხები გემს“. „ჩვენ ვაფიქსირებთ მილიონობით, თუნდაც ათობით მილიონი დოლარის ოდენობას, რომელიც რეჟიმის ხელმძღვანელობის მიერ ირანიდან გადაირიცხება და ექსპორტირდება.“ მინისტრის თქმით, ეს აქტივები უკვე იდენტიფიცირებულია და შესაბამისად, „ისინი მათ შენახვას ვერ შეძლებენ.“ გარდა ამისა, ბესენტმა გამოაცხადა ვაშინგტონის მიერ ირანული ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის დაწყების შესახებ, რათა რეჟიმის დაფინანსების წყაროები შეწყვიტოს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)