|
2026-01-12 14:12:21, 588 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის ევროკავშირს და აცხადებს, რომ ბლოკის საგარეო პოლიტიკა "არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხის ინტერესებს". შალვა პაპუაშვილი ამას Facebook-ზე წერს და ეხმაურება სლოვაკეთის პრემიერის რობერტ ფიცოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, მან თქვა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი "უნდა შეცვალონ". "თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რადიკალების ანტისამთავრობო აქციაზე სიტყვით გამოდის. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს", - წერს შალვა პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)