|
2026-01-06 14:45:02, 745 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის ანა ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო
ბაჩო ახალაიას ცოლის ანა ნადარეიშვილის ცნობით, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატიდან და შეატყობინეს, რომ "სავარაუდო დარღვევის შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დაწყებულია საქმისწარმოება 2026 წლის 05 იანვრის N32/26 განცხადების საფუძველზე". ის წერს, რომ დაუსვეს დამატებითი კითხვები და მოსთხოვეს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, წერილობითი ფორმით, კონკრეტულ უფლებადარღვევებთან დაკავშირებით. ის აღნიშნავს, რომ დამატებით წერილს ომბუდსმენის აპარატში ხვალ შეიტანს. ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ, 5 იანვარს, გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მიმართავდა სახალხო დამცველს და მოითხოვდა, შეესწავლათ ბაჩო ახალაიას მიმართ, სავარაუდო, მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, შეეფასებინათ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, როდესაც შეიარაღებული სპეცრაზმი მათ სახლში მივიდა მაშინ, როცა იქ არასრულწლოვანი იმყოფებოდა და სასამართლოს მიერ პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გადაწყვეტილება, აგრეთვე განესაზღვრათ მისი სამართლებრივი სტატუსი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)