|
2025-12-30 09:32:07, 5503 ნახვა
მსოფლიო
აშშ პირველად დაესხა თავს ვენესუელაში არსებულ ობიექტს — CNN
დეკემბერში, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ვენესუელას სანაპიროზე მდებარე პორტის ობიექტზე დრონით თავდასხმა განახორციელა. CNN-მა ეს ინფორმაცია დარტყმის თარიღის დაზუსტების გარეშე გაავრცელა, ორ წყაროზე დაყრდნობით. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ დაზიანებული ობიექტი ტრენ დე არაგუას ჯგუფის მიერ ნარკოტიკების შესანახად და შემდგომი ტრანსპორტირებისთვის გემებზე ჩასატვირთად გამოიყენებოდა. თავდასხმის დროს ობიექტზე არავინ იმყოფებოდა და მსხვერპლი არ ყოფილა. CIA-მ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 26 დეკემბერს ტრამპმა ახსენა, რომ აშშ-მ გაანადგურა „მნიშვნელოვანი ობიექტი, სადაც გემები შემოდიან“. ორშაბათს მან განმარტა, რომ დარტყმა „დოკის ზონას“ დაემართა, სადაც ნავები ნარკოტიკებით იტვირთება“, მაგრამ უარი თქვა იმის თქმაზე, სამხედროებმა თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ განახორციელა თუ არა ოპერაცია. CNN აღნიშნავს, რომ აშშ-მ უკვე გაანადგურა 30-ზე მეტი გემი კარიბის ზღვასა და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში. 17 დეკემბერს, ტრამპმა Truth Social-ის პოსტში ბრძანა ვენესუელაში და იქიდან მოძრავი სანქცირებული ნავთობტანკერების „სრული ბლოკადა“. მან ეს ზომა იმით ახსნა, რომ ვენესუელამ აშშ-სგან „ნავთობი, მიწა და სხვა აქტივები“ მოიპარა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)