|
2016-03-28 12:30:54, 554 ნახვა
პოლიტიკა
არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე „რესპუბლიკურ პარტიას“ გადაწყვეტილება მიღებული აქვს
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე „რესპუბლიკურ პარტიას“ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განუცხადა. მისივე თქმით, პარტია განცხადებას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს გამორიცხავს თუ არა ეს კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გამოსვლას. ამბობს, რომ განცხადების გავრცელების შემდეგ ყველა კითხვას უპასუხებენ. დღეის მდგომარეობით კი დღის წესრიგში მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები და არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტიის“ მონაწილეობის ფორმატი დგას. „არა, კოალიციიდან გასვლაზე არ ვრცელდება ინფორმაცია. პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ როგორ იასპარეზებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება. განცხადების გავრცელება დღეს არ იგეგმება, განცხადებას რამდენიმე დღეში გაგავრცელებთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. კითხვაზე, ეს გამორიცხავს თუ არა იმას, რომ შესაძლოა პარტიამ კოალიცია დატოვოს აღნიშნავს, რომ ეს „ამ საკითხზე საუბარს გამორიცხავს“. „ეს გამორიცხავს მაგ საკითხზე საუბარს. ეს ეხება პარტიის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. მხოლოდ ამაზეა საუბარი. ნებისმიერი სხვა თემა შეკითხვის საგანი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს, რაც გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ. გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გაცნობებთ. რა კითხვებიც გაჩნდება იმაზე შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ახლა დღის წესრიგში დგას მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები. შემდეგ უკვე ყველა კითხვაზე გიპასუხებთ რაც საზოგადოებაში გაჩნდება“, - განუცხადა ხათუნა სამნიძემ „ექსპრესნიუსს“.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)