|
2025-12-27 10:53:32, 5763 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანი აკრიტიკებს რუსეთის გადაწყვეტილებას ავიაკატასტროფის გამოძიების შეჩერების შესახებ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა „სერიოზულ კითხვებს“ ბადებს. ამის შესახებ Report იტყობინება. ბაირამოვის თქმით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამოძიების შემდეგ აზერბაიჯანს წერილი გაუგზავნა. „წერილში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმე უკვე შეწყვეტილია. რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯი ჩვენთვის ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს“, - თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ წერილს ოფიციალური პასუხი აზერბაიჯანის შესაბამისი ორგანოებისგან მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ბაქო რუსეთისგან ინციდენტთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელის. „გუშინ ტრაგედიის წლისთავი აღინიშნა და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოგვიანებით რუსულმა მხარემ აღიარა და კომპენსაცია გამოცხადდა. ეს მნიშვნელოვანი განცხადება იყო. ჩვენ ველით, რომ ეს პროცესი დასრულდება“, - თქვა ბაირამოვმა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 25 დეკემბერს, ყაზახეთში, აქტაუსთან, ჩამოვარდა აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) ემბრაერის თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ავარიის შედეგად ოცდათვრამეტი ადამიანი დაიღუპა. „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ განაცხადეს, რომ მათ თვითმფრინავს „გარე ფიზიკური და ტექნიკური ჩარევა“ დაექვემდებარა. მხოლოდ ათი თვის შემდეგ, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოგდება რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გამოიწვია და უკრაინა დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)