|
2025-12-26 15:05:24, 8728 ნახვა
მსოფლიო
ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო, აშშ-ის თავდაცვის კომპანიებსა და ათ ფიზიკურ პირს ჩინეთმა სანქციები დაუწესა
ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო, ჩინეთმა აშშ-ის თავდაცვის კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. კერძოდ, სანქციები დაუწესდა თავდაცვის 20 კომპანიასა და ათ ფიზიკურ პირს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები ითვალისწინებს კომპანიებისა და ფიზიკური პირების ჩინეთში არსებული ნებისმიერი აქტივების გაყინვას, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება აეკრძალებათ. „ტაივანის საკითხი ჩინეთის ძირითადი ინტერესების ბირთვია და ეს არის პირველი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებში“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აშშ-მა დაამტკიცა ტაივანისთვის 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)