|
2025-12-26 14:46:24, 6588 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქმნის განათლების შესაძლებლობებს
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი. საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. იმისათვის, რომ განათლებისა და შემეცნების პროცესი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა წიგნის კუთხეებია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, რომელიც ქართველ მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ მათთვის სასურველ ლიტერატურას ქართულ ენაზე. საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი წიგნის კუთხე ხელმისაწვდომია დუბლინში (ირლანდია), ათენისა (საბერძნეთი) და ბარსელონას (ესპანეთი) საკვირაო სკოლებში. ამასთან, „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან“ თანამშრომლობით, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა საბერძნეთში (ათენი), ესპანეთში (მადრიდი), კორეაში (სეული). საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეების პროექტი გრძელდება და სულ მალე მსოფლიოს მასშტაბით ახალ ლოკაციებზეც იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების სივრცის შესაქმნელად, ინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით, 11 რეგიონის 25 სკოლის 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე. თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ. ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)