20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 16:37:07, 1121 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია

ბრიუსელის აეროპორტში განხოციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, მისი სახელი ფაიკალ ჩეფუა. იგი სათვალთვალო კამერით დაფიქსირებულ სამ პირს შორის ერთ-ერთია, რომელმაც სავარაუდოდ, აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბელგიის პროკურატურა ჯერ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, მანამდე მათ განაცხადეს, რომ პროკურატურასთან ახლოს პოლიციამ ვინმე ფაიკალ ჩ. დააკავა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ მისი დაკაგვების შემდეგ არ დააკონკრეტა, არის თუ არა დაკავებული, სწორედ მესამე ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ ტერაქტების სერიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, 270 კი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics