|
2025-12-10 15:35:55, 1134 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე - დაანონსებული იყო დამხობის აქცია, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით
დაანონსებული იყო დამხობის აქცია, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, 4 ოქტომბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესის შესახებ კომენტირებისას განახადა. პრემიერის თქმით, როდესაც დამხობის აქციას აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. „დაანონსებული იყო დამხობის აქცია. დამხობას არ აქვს ორი ინტერპრეტაცია - დამხობა არის დამხობა. პირდაპირ იყო მოწოდება დამხობისკენ და ამ აქციაზე მივიდნენ ადამიანები, კონკრეტული მიზნით, მათ შორის იყვნენ სამი პარტიის წარმომადგენლები, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას. ყველაფერი დღესავით ნათელია, აქ სხვა საუბრები არის აბსოლუტურად უსუსური და არგუმენტს მოკლებული. დამხობის აქციას როდესაც აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)