|
2025-12-08 14:48:35, 811 ნახვა
პოლიტიკა
ლელო ითხოვს, BBC-ის მასალაზე სუს-ის გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ
„ძლიერი საქართველო - ლელო“ მოითხოვს, სუს-ში BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ. როგორც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ მსგავსი გამოძიებები ღია უნდა იყოს. „ვარაუდებმა საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გამოიწვია. 1 კვირის განმავლობაში, იმის მაგივრად, რომ პროცესი წასულიყო წინ, დასმულ კითხვებზე გაცემულიყო პასუხები, პირიქით, ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ დამატებითი კითხვა გაუჩნდეს, მეტი ბუნდოვანება შემოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ექსტრემალური ტემპებით ჩქარა გვაჩვენოს, რომ ეს საკითხი დეტალურად გამოიძია, იმ ბრიფინგმა, რომელიც გაიმართა სუს-ში და დააანონსა ე.წ. გამოძიების დასრულება, ამან კიდევ მეტი კითხვის ნიშანი გამოიწვია საზოგადოებაში. ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას, იმას, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენა ისეთი ქმედებები მიტინგის დასაშლელად, რომლის გამოყენებაც უბრალოდ არაადამიანურია. ამ კრიზისიდან გამოსავალია პროცესის ღიაობა, სადაც უნდა დადგინდეს, რა პროცედურები იყო განხორციელებული, შეიძლებოდა თუ არა წყლის ჭავლში რაიმე მინარევის გაკეთება, ეს მინარევი მაღალი ტოქსიკურობის იყო თუ არა. ამ კითხვებს პასუხი გაეცემა იმ შემთხვევაში, თუ მთელი პროცესი ღია იქნება. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ასეთ გამოძიებები ღია უნდა იყოს. მეორე, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნდობა არსებობდეს პროცესისადმი, ამ პროცესში უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კონკრეტულად ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართვა, რომლის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოც საქართველო არის და რომლის კონვენციის დარღვევა, შესაძლოა, გამოვლინდეს სრულფასოვანი გამოძიების შემთხვევაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აჩენს დამატებით კითხვებს ამ საკითხში“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)